თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია

თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია

წყარო: ბესო ჩუბინიძის გვერდი, "ინტერმედია"

... რამდენჯერ აწყენინეს, რამდენჯერ გული გაუტეხეს, რამდენჯერ ატკინეს. წინა დღეს, საერთოდ, ჩემს გადაცემაში პირველი ბლოკი იმას მივუძღვენი, რომ ცოცხალია ეთო, დაანებეთ თავი, ნუ დებთ დროზე ადრე მიწაში-თქო, მაგრამ ეს - წინა დღეს, დღეს ეთო მართლა აღარაა!

ერთხელ, საერთოდ მისმა კოლეგამ თავისივე კონცერტზე გამოუცხადა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს - ეთერ კაკულია გარდაიცვალა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნასო, 2200 კაციანი დარბაზიდან 1000 ზარი მაინც შემოვიდა ჩემს მობილურზე მაშინ, ერთადერთი კითხვით: - ბესო, ეთო როგორაა? ახლა ამან და ამან თავის კონცერტზე გამოაცხადა - ეთო გარდაიცვალაო!

ჰო, ეტკინა მაშინ ეთოს ეს, ძალიან ეტკინა, და იცით კიდევ რა ეტკინა - ერთი მაინც დაერეკა ჩემთვის და ბოდიში მოეხადაო, - წუხდა!

- "ფეისბუქით" მოგიხადა ეთო ბოდიში, მკვდრად რომ გამოგაცხადა-თქო - ხუმრობა ვცადე.

- კაი რა. ბესო, "ფეისბუქი" რავიცი მეო. - მითხრა და იცით რამდენხანში გადაუარა ამ წყენამ? ათ წამში... - არააა რააა, მაგარი მომღერალიაო... თქვა მასზე ეთომ და მორჩა!

სიტყვამ მოიტანა და 4-5 წლის უკან ვუთხარი - ეთო შენი "ფეისი" უნდა გავხსნათ, თორე ხალხი უკვე ვეღარ გამოხატავს შენს სიყვარულს და მონატრებას-თქო! მეგონა სხვა, მისი თაობის მომღერლებივით დაიწყებდა - რა "ფეისბუქი" რავიცი ეგ რა არისო, არა - პირიქით: - გააკეთე და მეც დაველაპარაკები ჩემს ხალხს და საზღვარგარეთაც ხომ მომისმენენ, რომ მივმართავო?! - ჰო-თქო... და ემახსოვრება მკითხველს, რამდენჯერაც მიმართა ეთომ თავის "ფეისბუქის" მეგობრებს, რამდენჯერ მოეფერა, როგორ უყვარდა ქართველი ემიგრანტები, როგორ უხაროდა მათთან ერთად ყოფნა...

ალკაზარ კაკულია10 ივნისს, მე და მისი საყვარელი ძმა, ალკაზარ კაკულია აერპორტში ველოდებოდით ეთოს ისრაალიდან დაბრუნებას, ვხუმრობდით, ათასი რამე გავიხსენეთ ეთოს მოლოდინში, - კაცური კაცია ეთოს ძმა, ალკაზარი, - კაცური-კაცი... როგორ უყვარდათ ერთმანეთი თქვენ არ იცით, ერთმანეთით ცოცხლობდნენ, ერთმანეთი ესიყვარულებოდათ, ეთო ამბობდა: - რა ბუზღუნა ხარ ძმუკლიკო რა არის, რომ ბრაზდები სად ორთქლდები და იკარგებიო?! ძმუკლიკოც უფროსი ძმის ფუნქციას იფერებდა და: - კაი რა ეთო, გაიგე რომ გეუბნებიან რა, ყველაფერზე ასე არ შეიძლებაო, სულ პოზიტივი, სულ იღიმი, ამხელა ქალი ხარ რა! - ეს ყველაზე ლამაზი და-ძმური კინკლაობა იყო ხოლმე....

დღეს კი, ტიროდა ალკაზარი, ტიროდა უცებ მოტეხილი ვაჟკაცი, ტიროდა და ერთ სიტყვას იმეორებდა: - ასე რატომ მომილოცე დაბადების დღე დაო (29 ივნისს აქვს ბ-ონ ალეკოს დაბადების დღე), ხომ შემპირდი, რომ შენს დაბადების დღეს მოვალ და ვიმღერებო?! შენ ხომ ტყუილებს არ მეუბნებოდი ჩემო დაო, რატომ მომატყუე ახლა.... ტიროდა ამხელა კაცი...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია