უსახსრობის გამო ფილტვების ანთებით გარდაცვლილი დედის 4 შვილზე წყალტუბოს გამგეობა იზრუნებს

უსახსრობის გამო ფილტვების ანთებით გარდაცვლილი დედის 4 შვილზე წყალტუბოს გამგეობა იზრუნებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებლის შეძენის საკითხზე მუშაობს. უსახსრობის გამო, ფილტვების ანთებით გარდაცვლილ 38 წლის თეა ბოგვერაძეს ოთხი შვილი დარჩა. ბოგვერაძეების ოჯახი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში ცხოვრობს. ბოგვერაძეები თავს მეზობლის სახლს აფარებენ. იმის გამო, რომ ოჯახს ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი პირობები არ აქვს, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ არაერთხელ გაუწოდა ხელი უსახლკაროდ, ავარიის შედეგად ტრავმირებული მამის იმედად დარჩენილ და მინდობით აღზრდაზე მიბარებულ ბავშვებს. გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა გამგეობაში მოსულ ბავშვებს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა აღუთქვა, რათა მინდობითი აღზრდიდან დაბრუნებულებმა მამასთან ერთად სრულფასოვნად არსებობა შეძლონ," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა