სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ სახლში სამ ადამიანს ეძებენ - უახლესი ინფორმაცია აფაქიძის ქუჩიდან

სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ სახლში სამ ადამიანს ეძებენ - უახლესი ინფორმაცია აფაქიძის ქუჩიდან

თემის განახლება| სახლის ჩამონგრევის ამსახველი პირველი კარდრები - რა მოხდა სპორტის სასახლესთან

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა.

როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ქუჩის მცხოვრებლებმა უთხრეს, ჩამონგრევის შედეგად დაზიანდნენ მუშები. ერთი მათგანი სასწრაფოს ბრიგადამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა. სამ მათგანს კი შენობის ნანგრევებში ეძებენ.

მაცხოვრებლების განცხადებით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა ცოტა ხნის გასხვისდა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა.

რამ გამოიწვია შენობის ჩამოგრევა, ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია