ძველი ჯინსი სახლში ყველას აქვს და ხშირად, დახეული შარვალი თუ ქვედაბოლო ბევრს გადაუგდია კიდეც. თუმცა, ჯინსი იმდენად პრაქტიკული ნივთია, მასალა მყარი და მოქნილია, ვისაც სულ ცოტა ფანტაზია და მარჯვე ხელები აქვს, ბევრ რამეში შეუძლია მისი გამოყენება. ჩვენ შევკრიბეთ ბევრი ასეთი ფოტოიდეა, თუ როგორ შეგიძლიათ შეკეროთ ძველი ჯინსისგან ჩანთა, ბალიში, საწოლის გადასაფარებელი, წინსაფარი, გამოიყენოთ საოჯახო ნივთებზე გადასაკრავად და ა.შ. გადახედეთ იდეებს და აუცილებლად აირჩევთ რამე სათქვენოს.