ჟანა ფრისკეს უკანასკნელი ფოტო შვილთან ერთად

ჟანა ფრისკეს უკანასკნელი ფოტო შვილთან ერთად

ჟანა ფრისკეს და ნატალია თავის ბლოგში პირველად აქვეყნებს თავისი დისშვილის ფოტოს და ეს უკანასკნელი ფოტოა, რომელზეც პატარა პლატონი დედასთან ერთადაა ასახული. ფოტო გასულ წელს, ზაფხულშია გადაღებული, როდესაც ფრისკეს უცხოეთში მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტათი გაუუმჯობესდა.

აგრეთვე ნატალიამ ბლოგში ხაზი გაუსვა მსგავსებას ფრისკეს ბავშვობასა და მისი შვილის ბავშვობას შორის. ამის დასადასტურებლად ნატალიამ ჟანას ბავშვობის ფოტო პლატონის ფოტოს შეადარა და მკითხველებმაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ დედა-შვილი საოცრად ჰგვანან ერთმანეთს.

ამჟამად ფრისკეს შვილი მამასთან, დიმიტრი შეპელევთან ერთად ბულგარეთში ისვენებს, სახლში, რომელიც ოჯახს მეგობრობის ნიშნად დაუთმო რუსული ესტრადის მეფემ ფილიპ კირკოროვმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება