დავით დარჩიაშვილი - გოგი ქავთარაძის განცხადება კავშირშია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში მოგზაურობასთან

დავით დარჩიაშვილი - გოგი ქავთარაძის განცხადება კავშირშია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში მოგზაურობასთან

დეპუტატ გოგი ქავთარაძის განცხადებას, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობას შეეხებოდა, პარლამენტში უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ეხმიანება. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი ტიპის განცხადებები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა და ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

"მსგავსი ანტიდასავლური განცხადება უკვე მესამეა, რომელსაც აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ჩემთვის ცალსახაა, რომ ამის უკან დგას "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. ეს ყველაფერი კავშირშია ბურჯანაძის მოგზაურობასთან მოსკოვში. თუ ვინმეს შერჩენია განცდა ამ გუნდში, რომ საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილი უნდა იყოს, მოვუწოდებ გააკეთონ განცხადება, რომლითაც ცალსახად გაემიჯნებიან მსგავსი ტიპის გამონათქვამებს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

"რას გვახვეწნინებენ ამ ნატო-ში შესვლას?!" - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატი გოგი ქავთარაძე გამოვიდა. მისი თქმით, ადამიანის მსგავსად, ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი

"ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!" - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს