მილიონერ უგულავას ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა? - პრესა 19 წლის მოდელთან რომანზე წერს

მილიონერ უგულავას ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა? - პრესა 19 წლის მოდელთან რომანზე წერს

ბიზნესმენ თემურ უგულავას ბობოქარი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრს სმენია. ის არასოდეს ჩნდება პრესისა თუ ტელევიზიის წინაშე, მაგრამ ყველგანაა, რადგან მისი მექალთანეობის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობს. ქალები, რომლებიც მის გვერდით ჩნდებიან, ან უკვე ძალიან პოპულარულები არიან, ან შემდეგ ხდებიან. დაშორების მიუხედავად, იმასაც ამბობენ, რომ მილიონერ თემურ უგულავაზე გაბრაზებულ ქალს ნაკლებად ნახავთ, რადგან მათ ცხოვრებას უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს.

ქართველი ბიზნესმენის სასიყვარულო ამბავი წლების წინ დაიწყო. მისი პირველი ცოლი გახლდათ თეო ფერაძე, რომელმაც წლების განმავლობაში შენარჩუნებული დუმილი ახლახან დაარღვია და პრესასა თუ ტელევიზიაში გულახდილად იხსენებს იმ წლებს, როდესაც უგულავასთან ერთად ცხოვრობდა.

უგულავას მეორე ოფიციალური ცოლი ბაია დავითაია გახდა. ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს და ერთი ვაჟი შეეძინათ. ბავშვი აუტისტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წლებია, ბაია შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

მართალია, ისინი დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან და გაყრის პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ უგულავამ კიდევ მოასწრო ეკას გარდა რამდენიმე ცნობილ სახესთან რომანის გაბმა, რამაც მისი მეორე ქორწინება შეიწირა. უგულავას ცხოვრებაში შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ქალბატონი, რომელთა შესახებაც მხოლოდ თბილისურ ბომონდში ჭორაობდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ხმა, რომ ბიზნესმენი კიდევ ერთ ცნობილ სახეზე აპირებდა დაქორწინებას, თუმცა გადაიფიქრა.

ამჯერად, ჟურნალ "რეიტინგის" წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენის ახალი რჩეული 19 წლის მოდელი, ნინი ნებიერიძეა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია