სუპერთასის უბილეთო დიასახლისის მონოლოგი - "მე რა ვქნა მე?!"

 სუპერთასის უბილეთო დიასახლისის მონოლოგი - "მე რა ვქნა მე?!"

ვაკის პარკის ცენტრალური მოედანი სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებით თითქმის სავსეა. ამ დრომდე პარკში რამდენიმე ასეული გულშემატკივარი რჩება. ისინი ღამის გათევას ამაღამაც ვაკის პარკში გეგმავენ.

დღეს საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში ფეხბურთზე საუბრობენ. განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ინტელექტისა. ყველა, ვისაც ესმის, ან საერთოდ არ ესმის ფეხბურთი. ეს უკვე მოდაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვუყურებ ფეხბურთს, დღემდე მხოლოდ ის ვიცი, რომ მწვანე საფარზე თამაშობენ და ორ ძელს შუა გაჭიმულ ბადეში არ უნდა გაიტანოს მეტოქემ გოლი. სხვა დანარჩენი ქალისთვის ზედმეტის ცოდნაა...

ეს კიდევ რა არის.  ეს ახალი თაობა მხოლოდ შეყვარებული ბიჭების ხათრით იცმევს მისი ფავორიტი გუნდების მაისურებს, ან სიმპატიურობის გამო აფანეტებენ ამა თუ იმ ფეხბურთელს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ არიან ფეხბურთის სხვადასხვა  კატეგორიის  ფანები. მაგალითად:

კატეგორია №1.

მატჩის 90 წუთს სოციალურ ქსელში ატარებენ. მათ შეუძლიათ ყოველი მესამე წუთი გამოიყენონ იმისთვის, რომ შეაფასონ ფეხბურთელების, მეკარის და მსაჯის ქმედებები.

დაუწერონ მეგობარს კომენტარი და პლუს "დაულაიქონ".

კატეგორია №2.

მატჩის მიმდინარეობის დროს ყველას უმტკიცებენ, რომ თამაში გაყიდულია და "მაგარი კუში მხოლოდ ამიტომ გამაზა"...

კატეგორია №3.

90 წუთი შეყვარებულის ხათრით სულგანაბული უყურებს მატჩს და ბოლოს ღიმილით ეკითხება პარტნიორს, ჩვენები ლურჯები იყვნენ, თუ თეთრები?

კატეგორია №4

(თუმცა ეს პირველი უნდა დამეწერა) გულშემატკივარი, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ ხვდება რომ პულსი აჩქარებული აქვს და ვალიდოლს ეძებს. მატჩის წინ დასხმული ლუდისთვის კი ხელიც არ უხლია.

კატეგორია №5

უბრალოდ "ჩეკინდება" მეგობრებთან ერთად ამა თუ იმ ლუდის ბარიდან, სადაც დიდ ეკრანზე უყურეს ფეხბურთს.

და კატეგორია მე! ქალი, რომელმაც ყველა წესი ვიცი, როცა ფეხბურთს მამაკაცები უყურებენ!

- ტელევიზორებს ვუთმობთ მამაკაცებს!

- იკრძალება ტელევიზორიან ოთახში საუბარი და ეკრანის წინ გავლა-გამოვლა

-არავითარ შემთხვევაში არ ჰკითხოთ მეუღლეს, (მეგობარ ბიჭს) ვინ და ვინ თამაშობს?, - "ჩვენები რომლები არიან?"

- არ გააკრიტიკოთ მამაკაცები ემოციებისთვის (ღრიალის, გინების გამო და ა.შ)

- თუ შენი მეუღლე, (შეყვარებული) სამი დღეა ყურადღებას არ გაქცევთ... ეს ნიშნავს რომ ის ვაკის პარკშია.... და ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. იყიდის ბილეთს და დაგიბრუნდებათ...

და ბოლოს... მე რა ვქნა მე?! - არ შემიძლია ამ კილომეტრიან რიგში დგომა...

პატივისცემით, ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს