ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი თალაკვაძის სხვა სამსახურში გადასვლა გახდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გაიოზ თალაკვაძე მიმდინარე წლის 2 მარტს დაინიშნა. თალაკვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."