ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"

ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"

"ჩემ მიერ მიცემულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობ ან ვუსმენ, ვნერვიულობ ხოლმე, არ მინდა, ვინმეს ზედმეტი რჩევები მოვახვიო თავს ან განვსაჯო, მით უმეტეს, რომ არ მიყვარს განსჯა. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ბევრი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, ვარ ამაყი იმით, რომ მყავს ხუთი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებიც მაბედნიერებენ და უფლის წყალობით პრობლემებს არ მიქმნიან. ეს ყველაფერი კი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ვარ იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი..." - აღნიშნა ქეთა ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბრისას. მას ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

- რთული სათქმელია, რამდენად ვარ ტრადიციული, მაგრამ ვინარჩუნებ იმ ტრადიციებს, რაც ბებია-ბაბუისგან დაგვრჩა და ჩემმა მშობლებმა შემოინახეს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გადავცე შვილებს და არ დაიკარგოს. იმის გამო, რომ შეიცვალა ცხოვრება, რიტმი, წესები, ურთიერთობები, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ტრადიციები დავიწყებას ეცემა, მაგრამ მგონი დიდი ძალისხმევა არაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ.

- წინაპრების მიერ შემონახული ტრადიცია ახსენეთ, კონკრეტულად რომელია ასეთი?

- მაგალითად, ტრადიციაა ის, რომ ყველა დღესასწაულს ვზეიმობთ ერთად, ეს იქნება ახალი წელი თუ აღდგომა. დღემდე ჩემი ბებია-ბაბუის სახლში ყოველ ახალ წელს, ჩემი მშობლები, მე, ჩემი მეუღლითა და შვილებით, ჩემი ძმა, ასევე მეუღლით და შვილით, მამიდა თავისი შვილებით და შვილიშვილებით დღემდე ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს და ეს მომწონს ძალიან, რადგან როცა ბედნიერები ვართ, დადებითი ემოციებით ვართ სავსე, ყველანი ვართ ერთად. აღდგომასაც ასევე ყველანი ერთად ვიკრბიბებით და ერთად აღვნიშნავთ. ჩემი ქმრის ოჯახს თავისი ტრადიციები აქვს, არ შეიძლება მას შენი დააჯახო, ამიტომ ასეთი მეთოდი შევიმუშავე, ერთ აღდგომას მივდივარ ჩემი მეუღლის ნათესავებში, მომავალი წლის აღდგომას კი - ლორთქიფანიძეებში ვიკრიბებით. ვთვლი, რომ ნათესაური კავშირი შენარჩუნებული უნდა იყოს. მეტიც, პირადად მე ძალიან მომწონდა ის სიტუაცია, როცა ოჯახში სამი თაობა ერთად ცხოვრობდა, მგონია, რომ ეს აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის.

სამწუხაროდ, მე ასე ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ურთიერთობას უფროს თაობასთან.

- თუმცა, ოჯახში სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს, ხშირია ინტერესთა კონფლიქტი...

- კი ბატონო, არის ეს ფაქტორიც და ჩემ ირგვლივ ბევრი ამ პრობლემით ცხოვრობს, მაგრამ მე არასდროს შემხებია ეს... იცით, რომ მე ახლა მესამე მეუღლე მყავს, მაგრამ არც ახლა და არც წინა ოჯახში არ მქონია ჩემი მეუღლის მშობლებთან კონფლიქტი და რაიმე სახის უთანხმოება. ზოგადად რთულია, ისაუბრო ამაზე, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს საკითხისადმი, თუმცა, დღეს დედამთილ-მამამთილი ჩემთან რომ არ ცხოვრობს, ეს ჩემთვის პრობლემაა. დღევანდელი დატვირთული რეჟიმის მერე სახლში რომ მიდიხარ და არავინ გხვდება, ძალიან ძნელია. მინდა, სახლში ვიღაც დამხვდეს, სამზარეულოში იყოს ცხელი სადილი. მე თვითონაც ვიზრუნო იმ ადამიანებზე, რომლებიც ზრუნავენ ჩემზე. ადამიანები ვართ და საერთო ენის გამონახვა შეიძლება, რაღაცები უნდა დათმოს ოჯახში ახალმა შესულმა, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ გოგო უნდა აღიზარდოს ისე, რომ მზად იყოს, შევიდეს ახალ ოჯახში და იმ ოჯახის ტრადიციები გაიხადოს თავისად, შეერწყას იმ ოჯახის წესებსა და ადათს და არ იყოს ამოვარდნილი. როდესაც ადამიანი ოჯახს ქმნის, ალბათ გათვითცნობიერებული უდნა ჰქოდეს ეს მდგომარეობა, მაგრამ დღევანდელი ოჯახები ძირითადად ასე არ ცხოვრობენ. ყველას თავისი კუთხე უნდა და ესეც მესმის. გარდა ამისა, არის ფართის პრობლემაც, როცა სახლში ყველას თავისი კუთხე აქვს, ერთად ცხოვრება ნაკლებად პრობლემური ხდება.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება