საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ანრი ჯოხაძის დაკავებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ანრი ჯოხაძის დაკავებასთან დაკავშირებით

მომღერალი ანრი ჯოხაძე რუსეთის ვიზის არქონის გამო დომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვარ დომოდედოვოს აეროპორტში მესაზღვრეების მიერ დაკავებული რუსეთის ვიზის არქონის გამო და ვერც გავაგებინე, რომ ტრანზიტით ვარ. არ ვიცი რა გავაკეთო. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ თავი დავაღწიო ამ გაუგებრობას", - წერს ანრი ჯოხაძე "ფეისბუქზე".

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანრი ჯოხაძეს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ და უკან მინსკში დააბრუნებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, ანრი ჯოხაძეს საქართველოს კონსული უკვე ესაუბრა.

"ანრი ჯოხაძე მოსკოვში მინსკის რეისით ჩაფრინდა, რაც რუსეთის კანონმდებლობით შიდა რეისად ითვლება. მან შეცდომით არ გაიარა სატრანზიტო არეალი, რის გამოც რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდა. ჯარიმის გადახდის შემდეგ მას მინსკში დააბრუნებენ", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია