ქუთაისში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით გოგრიჭიანი აცხადებს, რომ ტერიტორია მერიის ბალანსზე არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენდა. სამინისტრომ კი ერთ-ერთ კომპანიაზე გაასხვისა.

ხეების მოჭრას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი აღნიშნულ ადგილზე სკვერის მოწყობას ითხოვდნენ.

"ჩვენი ბავშვები ნაგვის ურნებზე თამაშობენ, რადგან არა გვაქვს ეზო. მივმართეთ მერიას, აღნიშნულ ადგილზე სკვერი მოეწყოთ. არავინ მოგვაქცია ყურადღება. დღეს კი მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. კორპუსის მშენებლობას აპირებენ", - განაცხადა თეონა კლდიაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა