"ისეთი გოგო ხარ, ხელზე ბანჯგვლი რომ უნდა ჰქონდეს და პირზე წვერი" - ნინი ბრეგვაძის მამაკაცური ამპლუა და ორიგინალური "შატილის ასულო"

"ისეთი გოგო ხარ, ხელზე ბანჯგვლი რომ უნდა ჰქონდეს და პირზე წვერი" - ნინი ბრეგვაძის მამაკაცური ამპლუა და ორიგინალური "შატილის ასულო"

დღეს "X ფაქტორში" ქართული სიმღერების ტურია. ერთ-ერთმა კონკურსანტმა ნინი ბრეგვაძემ  უჩეულო ამპლუა მოირგო და სამი ჩოხოსანი მამაკაცის გვერდით, თავადაც ჩოხაში გამოწყობილმა "შატილის ასულოს" განსხვავებული ვერსია შეასრულა.

ტრადიციულად გამორჩეული და ორიგინალური იყო შეფასებისას ჟიურის ერთ-ერთი წევრი გიორგი გაბუნია:

"უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში, რომ ნინიმ კაცის სიმღერა იმღერა. ძალიან ბევრი კაცისთვისაც რთულია, რომ იდგე იგივე დონეზე, როგორზეც იდგნენ მისი მეგობრები - სამი მამაკაცი. ის, არათუ, ჩამორჩემოდა მათ, არამედ ბევრად უფრო მაღლა იდგა, არ ვამცირებ არავის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონკურსანტზე ვაკეთებთ აქცენტს. იმას ვუსმავ ხაზს, რომ ის იყო სოლისტი და არ ჩაიკარგა იმ სამ პროფესიონალში, რომელიც მას გვერდით ეგდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის კაცის სიმღერას მღეროდა, კაცის პარტიას, რომელიც ურთულესია. მას ჰქონდა მამააკის ენერგია. ისეთი გოგო ხარ, ხელზე ბანჯგვლი რომ უნდა ჰქონდეს და პირზე წვერი. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება