ჩვენი პასუხი ოკუპაციას!

ჩვენი პასუხი ოკუპაციას!

არავინ, ვიმეორებ, არავინ იცის, რა და როგორი პასუხი იქნება რელევანტური, უფრო კი შედეგის მომტანი... ეს არ იცის არც პრეზიდენტმა, არც პრემიერმა, არც რომელიმე მინისტრმა თუ დეპუტატმა, არც ყოფილმა პრეზიდენტმა, არც ყოფილმა პრემიერმა... არც პატრიარქმა იცის და არც ლელა კაკულიამ.

რა გასაკვირია, თუ არ ვიცი მეც - პირმა, რომელიც პატრიარქი ნაღდად ვერ გავხდები და პრეზიდენტიც ვერ გავხდები და დეპუტატი კიდევ შეიძლება გავხდე, მაგრამ - არ მინდა. ამდენად, ჩემი ეს მოსაზრება მხოლოდ რიგითისაა - ზემოთხსენებულნიც რიგითები არიან, განა არა, მაგრამ, სტატუსი მაინც აქვთ - აი, მე - უსტატუსო ვარ - მხოლოდ FB - ზე მპოსტავი.

რუსეთმა, მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ გადმოსწია... სანერვიულო მხოლოდ ის კი არაა, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ერთი ნაწილი - 1600 მეტრი მოექცა ახალი ოკუპაციის ზოლს მიღმა, არამედ, ისიც, რომ, ჩანს, რუსეთი ამას არ ასრულებს - არგუმენტი, რომ ს.ოსეთის საზღვრებს მოსაზღვრავს და რაღაც რუკებზე ეს წარმონაქმნი უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა, არარელევანტურია - რეალურად, რუსეთი ს.ოსეთის საზღვრებს კი არ აფართოვებს, ჩვენ გვიპყრობს - ნელ-ნელა.

რთულია, არ წამოეგო პროვოკაციას, მაგრამ, არანაკლებ რთულია პასუხის გაცემა რუსეთისათვის. ქმედება მხოლოდ გონებით, როცა მოწინააღმდეგეს არ აქვს გული, შეუძლებელია - გონებით პასუხი, წესით, მაშინაა მართებული, როცა გრძნობ ან იცი, რომ მტერს დაამუნათებ, შეაშინებ ან უკან დაახევინებ. რუსეთს, ვიმეორებ, გული არ აქვს - ცივსისხლიანი მკვლელია - მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელი.

მაგრამ, მივუბრუნდეთ მთავარსათქმელს - რა ვქნათ? როგორ ვუპასუხოთ ოკუპაციას?

ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ, თუ რუსეთს ამას შევარჩენთ, ის მალე იგოეთში იქნება... ჩაარჭობს აბრას თუ დროშას და იტყვის, რომ რომელიღაც რუკაზე ს.ოსეთის საზღვარი გადიოდა სწორედ იგოეთთან - აი, იქ, სადაც ხურდებით დაზიანებული ბაზილიკაა.

მერე შეიძლება გორზეც გაიწიოს... ხაშურზე... და ალანთა იმპერიისდროინდელი რომელიმე რუკა ამოსწიოს - მარიკა ლორთქიფანიძეს ხომ არ გავუშვებთ მერე ჟენევასა თუ პრაღაში... ზ. აბაშიძესთან ერთად და ისტორიული სიმართლის სარკვევად?

აბაშიძეზე გამახსენდა - სისულელეა იმის იმედად ყოფნა, რომ ბატონი აბაშიძე ბატონ კარასინს უმკაცრესად დაელაპარაკება - ასეც რომ იყოს, ვეჭვობ, კარასინი ლავროვამდე ამბავსაც არ ჩაიტანს - გამოთვრება თვითმფრინავშივე და, რომც არ უნდოდეს, "აბაშიძის პროტესტი" დაავიწყდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია