მსახიობები, რომლებსაც პირველი ოჯახი დაენგრათ

მსახიობები, რომლებსაც პირველი ოჯახი დაენგრათ

ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად დავინახავთ ერთ კანონზომიერებას - ყველაზე არამყარი პირადი ურთიერთობები მაინც მსახიობებს აქვთ.

გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. არიან მსახიობები, რომლებიც ორ-სამჯერ და მეოთხედაც კი დაოჯახდნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი და გიორგი გურგულია. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომელთაც პირველი ოჯახი დაენგრათ.

სალომე არშბა და კახა მიქიაშვილი

ქორწინება კი არა, ისიც კი ყველას გაუკვირდა, როდესაც გაიგეს, რომ მიქიაშვილსა და არშბას ერთმანეთი უყვარდათ. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სალომე საკმაოდ ჩაკეტილი გახლდათ ჟურნალისტებთან და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, ერთხელ ჭორების მსხვერპლი მაინც გახდა.

კახა კი გულახდილად და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა საკუთარ პირადზე. გოგონას შეძენის შემდეგ წყვილი მალე დაშორდა. მათ ამაზე არ ულაპარაკიათ, მაგრამ ამბობდნენ, რომ კახა ოჯახს დიდ დროს ვერ უთმობდა.

სანდრო მიკუჩაძე და ლიზა სტურუა

სანდრო უკვე წლებია, რუსთაველის თეატრის დასის წევრია, მაგრამ პოპულარობა ''ჩემი ცოლის დაქალებით'' მოიპოვა. ახლა ყველამ იცის, რომ ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეზეა შეყვარებული.

მეუღლე ლიზა სტურუას მაშინ დაშორდა, როცა მათი გოგონა პატარა იყო, ელენე ახლა 4 წლისაა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ბავშვიც მიჰყავს სახლში.

მაკა შალიკაშვილი და რატი გოგუაძე

მაკა უკვე შემდგარი მსახიობი იყო, რატი მაშინ იწყებდა. ერთმანეთი თეატრალურ სარდაფში შეუყვარდათ და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მაკა ქმარზე გიჟდებოდა, ყველა ინტერვიუში სიყვარულით ლაპარაკობდა მასზე.

გოგონას შეძენის შემდეგ თითქოს მათი ბედნიერების შესახებ მათაც კი დაიჯერეს, ვინც ამ ქორწინების სიმყარეს ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი მესამე ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც რატის ცხოვრებაში გამოჩნდა და მოგვიანებით მასზე იქორწინა.

გაგრძელება

"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი" - როგორ უბრუნებს მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსები ადამიანებს სიცოცხლის ხალისს

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო