"არ ვარ ასეთი კატა, არ მითამაშია ასეთი თამაშით... არც მინდა ამაზე ვიფიქრო, ვბრაზდები" - თამთა გოდუაძე

"არ ვარ ასეთი კატა, არ მითამაშია ასეთი თამაშით... არც მინდა ამაზე ვიფიქრო, ვბრაზდები" - თამთა გოდუაძე

"X ფაქტორის" ნახევარფინალში წესები საკმაოდ მკაცრი იყო - დარჩენილი ექვსი კონკურსანტიდან პროექტს სამი გამოეთიშა. ფინალში გუნდის გარეშე დარჩა თამთა გოდუაძე, პროექტის წინა სეზონზე სწორედ თამთას კატეგორიამ გაიმარჯვა. ძმებმა გულაშვილებმა პროცენტული მაჩვენებლით მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა პროექტს მაინც გამოეთიშნენ.

თამთა გოდუაძე:

- აუტსაიდერებში ყველა მოსალოდნელი იყო ერთის გარდა და ეს იყო გიორგი ნაკაშიძე, რომელსაც ნამდვილად არავინ ელოდა აუტსაიდერებში. არ ველოდი ძმების აუტსაიდერობას, რადგან ბოლო ორი ლაივის განმავლობაში მეორე ადგილზე იყვნენ. მე ვარ ძალიან ამაყი მათი გამოსვლით. ჩემი კატეგორია რთული იყო და არ იყო ადვილი, რომ ნახევარფინალამდე მივსულიყავით, მე ვთვლი, რომ ყველამ ერთად თავი კარგად გავართვით.

- თქვენი გუნდის წევრები. მესიჯების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებდნენ, რას ფიქრობ, ხომ არ გააგდეს შეგნებულად ისინი კონკურენციის შესუსტების მიზნით?

- იცით რა არის? მე არ ვარ ასეთი კატა, არ მითამაშია ასეთი თამაშით. არ ვთვლი, რომ ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა რაიმე, მოხდა ისე, როგორც მოხდა. არც მინდა ამაზე ვიფიქრო, ვბრაზდები.

ძმები გულაშვილები:

- ბოლო ორ ლაივზე მეორე ადგილზე ვიყავით და ეს გვაძლევდა ფინალში მოხვედრის იმედს, მაგრამ არ დავრჩით პროექტში. ამით არაფერი არ იცვლება, ნახევარფინალისტები ხომ მაინც გავხდით და ხალხის სიყვარულიც მოვიპოვეთ.

თიკო მოსემღვდლიშვილი:

- ადამიანი ყოველთვის ცუდზე ფიქრობს, საბოლოო შედეგს მომზადებული რომ შეხვდეს. ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და რადგან ვერ დავრჩი პროექტში ე.ი. ასე უნდა ყოფილიყო. ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ ფინალში და ყველას წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად მოვალ ფინალზე და ვუგულშემატკივრებ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება