"თუ ტურისტი მოასწრებს წინააღმდეგობის გაწევას, სასმელს და საჭმელს აყრიან სახეში" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ქალაქში არსებულ პრობლემებზე წერს

"თუ ტურისტი მოასწრებს წინააღმდეგობის გაწევას, სასმელს და საჭმელს აყრიან სახეში" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ქალაქში არსებულ პრობლემებზე წერს

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, თბილისში ტურისტების რაოდენობის შესახებ წერს და ქალაქის მერიას არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს:

"სასიამოვნოა რომ თბილისში ტურისტების რაოდენობამ იმატა. იმატა პრობლემებმაც:

1. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი, ლესელიძის ქუჩა, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ღამით. კარგი იქნება თუ მერიის შესაბამისი სამსახური უკეთ გაანათებს იქაურობას, რათა მინიმუმ, ადამიანებმა ერთმანეთის გვერდის ავლა შეძლონ. ვფიქრობ შესაძლებელია ქუჩის ელემენტარული მოწესრიგებაც.

2. გამოჩნდნენ ბავშვების ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან უკიდურესი აგრესიულობით. ღია კაფეებში და რესტორნებში, მოულოდნელად, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან ტურისტებს, სტაცებენ მაგიდიდან ყველაფერს (საჭმელს, სასმელს და სხვა ნივთებს). თუ ტურისტი მოასწრებს წინააღმდეგობის გაწევას, სასმელს და საჭმელს აყრიან სახეში.

რთული მისახვედრი არ არის, თუ რამდენად უქმნის საფრთხეს ასეთი ფაქტები ჩვენი ქვეყნის იმიჯს. თუ არ შეიქმნა ტურისტებისთვის დაცულობის განცდა, სულ მალე მივიღებთ სავალალო შედეგებს. იმედია სამართალდამცველი ორგანოები სასწრაფოდ დაინტერესდებიან ამ საკითხით", - წერს ოვაშვილი.

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის რაჭული არდადეგები - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ბროწეულაში "გოგიჩას" სახელობის ქუჩა გაიხსნა - "დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ამ საჩუქარს"

ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება - "უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" (ფოტოები)