გოგონა, რომელმაც სასულიერო პირთან მიმოწერა გამოაქვეყნა, ახალ განცხადებას აქვეყნებს

გოგონა, რომელმაც სასულიერო პირთან მიმოწერა გამოაქვეყნა, ახალ განცხადებას აქვეყნებს

რამდენიმე დღის წინ, მარიამ მღებრიშვილმა "ფეისბუქზე" პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც ნაჩვენები იყო მისი საუბარი მამა იასონ შარიქაძესთან, რომელიც მამა დავითის ტაძრის მოძღვარია. გოგონას პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რის გამოც, მან ახალი განცხადება გამოაქვეყნა.

"მე ჩემს გვერდზე დავდე ის, რაც არ მიმაჩნდა სწორად. მამაო სოციალურ ქსელში არ უნდა იხმობდეს გოგოებს წირვაზე და ეკითხებოდეს ფინანსურ მდგომარეობას და პირად ამბებს. საბოლოოდ ტელეფონის ნომერი მოითხოვა, როგორ თუ არ მივედი მასთან, გამიბრაზდა.

უარყოფით კომენტარებს არც ვაქცევ ყურადღებას, ტყუილად იხარჯებით. აქ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგ ანაფორიან კაზანოვას და არა მე ! საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მათ შორის მეც. ვინც მაკრიტიკებთ და ამბობთ, რომ საერთოდ არ ვარსებობ - ვარსებობ ! ან რამეს ვარ აცდენილი - ეს თქვენ ხართ აცდენილები. სანამ თქვენს ახლობელს არ შეეხება, სხვისი გულთან არ მიგაქვთ , აი ეს არის თქვენი პრობლემა. აბაა საწყალმა ეკლესიას აცდენილი მნახა და საათში ერთხელ მიხმობდა რათა მოვექციე, ვაი ვისაც ასე ბრმად გწამთ ყველაფრის. მლანძღეთ, მე ამით არაფერი მაკლდება", - წერს მარიამი.

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"