რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში

რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში

სოციალური ქსელი, კონკრეტულად კი "ფეისბუქი", ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანების უმეტესობა დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც სტუმრობს საკუთარ გვერდს. "ფეისბუქს" ძალიან ბევრი ადამიანი საქმიანად იყენებს, ზოგი უბრალოდ ერთობა, ზოგი ფულსაც კი შოულობს. თითქმის ყველა კომპანიას, თუ ორგანიზაციას (მათ შორის სახელმწიფოს სტრუქტურებსაც) საკუთარ გვერდი აქვთ, სადაც წერენ სიახლეებზე, იყენებენ სარეკლამოდ და სხვ. ასევე მომხამარებელს შეუძლია ამ გვერდზევე მიმართოს ამ კომპანიას საკუთარი საჩივრით თუ პირიქით სამადლობელო ტექსტით.

ხშირია, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ქმნის გვერდს, რომლის მიზანი უბრალოდ "ტროლაობაა". ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო გვერდი - GWP, რომელიც რეალურად არ იყო georgia water and power-ის გვედრი, თუმცა ძალიან ბევრი მომხმარებელი შედიოდა შეცდომაში და მათ წერდა საჩივრის წერილებს. გვერდის შემქნელები, იუმორნარევი ირონიით პასუობდნენ, რაც გახდა კიდეც გვერდის პოპულარობის მიზეზი.

მარტივი დაკვირვებით ცხადია, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით იუმორისტული გვერდები სარგებლობენ, რომელთა რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა. ბევრი მათგანი უცხოური ანალოგების ქართული ვერსიაა და ხშირად, პირდაპირაა თრაგმნილი, თუმცა ბევრი პოპულარული გვერდი ნამდვილად ორიგინალურია. ცოტა ხნის წინ  "ფეისბუქის" ერთ-ერთი პოპულარი გვერდის "ჩეშირის საგრაფოს" შესახებ ვწერდით, რომელიც ცნობილ ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) ნახატებზე აკეთებს კომიქსებს. ეს, ერთი შეხევით, მარტივი რამ საზოგადოებაში უცებ გახდა პოპულარული და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რადგან ყველა კომიქსი მიმდინარე აქტუალური მოვლენების მიხედვით იქმნება და, რაც მთავარია, ჯანსაღი იუმორით. ასევე იუმორისტულია გვერდი: "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება". გვედრის შემქნელები დღის განმავლობაში საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიის გვერდებზე მომხმარებელთა მიერ დატოვებულ კომენტარებს (რომელიც რაიმე კითხვის ან საჩივრის შემცველია) პასუხობენ. პასუხები იუმორისტულია და მისი ავტორი ხშირად ქართული ხასიათის უარყოფით მხარეებზე შაყირობს.

ძალიან პოპულარული იყო გვერდი: "ასე იტყოდა ზარატუსტრა", რომელიც შექმნისთანავე ათასობით ადამიანმა მოიწონა.

ცალსახაა, რომ იუმორისტული გვერდები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სახუმარო პოსტებს, ბევრი იწონებს და იზიარებს საკუთარ გვერდზე. იუმორსტული გვერდების პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა.

ხშირად, გვერდები, რომლებიც ფინანსურ მოგებაზე არ არის გათვლილი, პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ, მალე კარგავენ აქტუალობას - რაც იმაშიც გამოიხატება, რომ თუ თავიდან გვერდზე დღეში 10-15 სიახლე იდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელი დღე არ ახლდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შემქნელის მოტივაცია, რომ გარკვეული პოპულარობა მოეპოვებინა, მიღწეულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მსგავისი გვერდის ადმინსიტრატორებს სხვადსხვა ორგანიზაციებიდან უკავშირდებიან და საკუთარი გვედრის მართვას სთხოვენ, რაშიც არც თუ ისე მცირე ანაზღაურებას აძლევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში არსებული ქართული გვერდები ნელ-ნელა იხვეწება და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს სოციალურ ქსელებს მათ წარმატების მისაღწევად, რაც ნამდვილად მისასალმებელი ტენდენციაა.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია