თავდაცვის მინისტრის მოადგილის ქონება და შემოსავლები

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ქონება და შემოსავლები

ოთხი ბინა, ორი ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი - ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის უძრავი ქონებაა.

კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ებრალიძემ 2015 წლის 14 ივლისს შეავსო, ებრალიძე ფლობს 30.00 კვ.მ ფართობის ბინას ბაკურიანში, 105.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის 9 ნომერში და 65.20 კვ.მ ფართობის ბინას ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 37 ნომერში. მისი მეუღლის, მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია 330.00 კვ.მ-ის ბინა თბილისში, რამიშვილის 5ბ ნომერში.

დავით ებრალიძე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი - 5000.00 კვ.მ-ია. ასევე ოჯახის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხიც - მედეა ქვრივიშვილის კუთვნილებაა ავტოფარეხი თბილისში, რამიშვილის 5ბ ნომერში, რომლის ფართობი - 32.00 კვ.მ-ია, ხოლო დავით ებრალიძის საკუთრებაშია ავტოფარეხი თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის 9 ნომერში, ფართობი - 15.00 კვ.მ.

ასევე, მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია ორი - 2010 და 2012 წელს გამოშვებული "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები.

დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს დავით ებრალიძეს არანაირი შემოსავალი არ მიუღია. მისმა მეუღლემ კი, შპს "ებრალიძე და კომპანიიდან", სადაც მას დირექტორის პოზიცია უჭირავს 7500.00 ლარი მიიღო. ამავე კომპანიის პარტნიორის პოზიციაზე კი 3114.00 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ებრალიძეს "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4350.00 ლარი და 50 დოლარი, "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 800.00 ლარი, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე კი, 7834.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ებრალიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 30000.00 დოლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."