77 ადამიანის მკვლელი ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში მიიღეს

77 ადამიანის მკვლელი ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში მიიღეს

ოსლოს უნივერსიტეტმა ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი იმსხვერპლა, პოლიტიკური მეცნიერებების კურსზე მიიღო. 36 წლის მემარჯვენე ექსტრემისტი ციხიდან დისტანციურად ისწავლის. უნივერსიტეტის რექტორი ოლე პიტერ ოტერსენი აცხადებს: ”ნორვეგიაში ყველა პატიმარს აქვს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება თუ უნივერსიტეტის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ”.

ორი წლის წინ ბრეივიკის განაცხადი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე არ მიიღეს, რადგან ის ვერ აკმაყოფილებდა უნივერსიტეტის მოთხოვნებს. არ არის ცნობილი, რატომ შეიცვალა უნივერსიტეტის გადაწყვეტილება. ნორვეგიაში ცხარე დებატები მიმდინარეობს ამ საკითხის ირგვლივ. შეგახსენებთ, ბრეივიკს 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი 77 ადამიანის მკვლელობისთვის.

მომზადებულია globalnews.ca-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა