ლექსო მაჭავარიანი მოსამართლემ გაათავისუფლა

ლექსო მაჭავარიანი მოსამართლემ გაათავისუფლა

თბილისში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დაკავებული "ტაბულას" პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი თავისუფალია. იგი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ჰქონდა თუ არა მაჭავარიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი, მხარეები 20 ივლისს იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ლექსო მაჭავარიანი სამართალდამცველებმა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის დაწყებამდე დააკავეს.

მაჭავარიანის დაკავების დროს, კანცელარიასთან "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილიც  იმყოფებოდა, რომლის თქმითაც მაჭავარიანის მხრიდან არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი კანცელარიის წინ სცენის დამონტაჟებასთანაა დაკავშირებული.

"აბსურდული, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ლექსო მაჭავარიანი. არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონია ადგილი; პირიქით, - თვითონ იძალადეს ლექსოზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ არ სურთ სცენა დავდგათ კანცელარიის წინ. ზღუდავენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომაც დაიჭირეს ჩემი პროდუსერი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია