გოგონა, რომელმაც სასულიერო პირთან მიმოწერა გამოაქვეყნა, ბოდიშს იხდის

გოგონა, რომელმაც სასულიერო პირთან მიმოწერა გამოაქვეყნა, ბოდიშს იხდის

რამდენიმე დღის წინ, დიდი რეზონანსი გამოიწვია, მარიამ მღებრიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც გოგონა სასულიერო პირთან, მამა დავითის ტაძრის მოძღვართან, იასონ შარიქაძესთან მიმოწერას აქვეყნებდა.

"მე არც იეღოველი ვარ და არც ათეისტი, ვერ მოვზომე რა რეაქცია შეიძლება მოყოლოდა ჩემს პოსტს. ბევრმა ახსენა და მართლაც შეიძლება ამ მამაოს სახელით სხვა სარგებლობდა. ყველა შემთხვევაში დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ძალიან ვწუხვარ, გულწრფელად ვინანიებ და არ ვიცი როგორ გამოვსაწორო...

არაფერი ისეთი არ იყო თუნდაც მაგ მიმოწერაში, რომ ეს ამბავი ამტყდარიყო. ადამიანმა უბრალოდ მითხრა ტაძარში მოდიო და არ იყო საჭირო ამის გასაჯაროვება. ამ შემთხვევაში მე ვარ პროვოკატორი და დამნაშავე. უბრალოდ არ მეგონა ეს ამბავი თუ მოყვებოდა ერთ უბრალო მიმოწერას, და ისიც არ ვიცი ვინ მწერდა იმ მამაოს სახელით, შეიძლება სულაც სხვა იყო... სისულელე გავაკეთე მოკლედ.. ის პოსტები რომ აიტაცეთ ამბები.გე და ნიუს პოსტმა, ეგებ ესეც გააზიაროთ. მხოლოდ იმას ნუ წერთ რაც თქვენ გაწყობთ!" - წერს მარიამ მღებრიშვილი.

"მიმეგობრდება მამაო, მთხოვს მასთან მივიდე ტაძარში, რათა მოგვიანებით ერთად დავათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორია... ეს არის ამაზრზენი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ