"პრემიერის გინების აუდიო რომ გატექსტდეს, სამუდამო პატიმრობას გაქაჩავს ხო?" - საზოგადოება "უცენზურო" სიტყვის გამო დაკავებულებს იცავს

"პრემიერის გინების აუდიო რომ გატექსტდეს, სამუდამო პატიმრობას გაქაჩავს ხო?" - საზოგადოება "უცენზურო" სიტყვის გამო დაკავებულებს იცავს

გუშინ, თბილისის საკრებულოსთან, სამართალდამცავებმა "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის 10 მონაწილე დააკავეს. პირველად სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

თუმცა, აქციის მონაწილები მის დაკავებას ფურცელზე დაწერილ უცენზურო სიტყვას უკავშირებენ. მაქარაშვილის დაკავების შემდეგ, აქციის ოცამდე მონაწილემ ფურცლებზე მსგავსი წარწერა გააკეთა. მონაწილეების დაკავებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აქციაზე გაჟღერებული ლოზურგები სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული გახდა. გთავაზობთ თემასთან დაკავშირებულ "ფეისბუქ" პოსტებს:

ნათია ფანჯიკიძე - მაშასადამე, პანორამა რომ არ მოგვწონს, ამ უმშვიდობიანეს აქციას ესწრებოდა 20 კაცი, მაგრამ დააპატიმრეს 25.  რაღაც ძალიან უცნაური ამბავი იყო.  ჯერ წააცუნცულეს ერთი მხიარული ადამიანი, იცით რომელი? თავისი ბებიის კუბოსთან რომ სელფი აქვს გადაღებული, ინტერნეტში იყო ეს ფოტო, ეგეთი კაცია, ხალისა და ღლიცინა. მუცელზე დაწეპებული ჰქონდა წარწერა, "პანორამა არა, ისა", ოცმა (ამ ციფრს არ ვაშარჟებ, მართლა ოცმა) შეიარაღებულმა პოლიციელმა რომ ჩაატარა, ვიკითხეთ, რატომთქო და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს მისი წარწერაო. მოგეხსენებათ, საზოგადოება ფასობს ამ ქვეყანაში და საზოგადოების ასეთი შეურაცხყოფის მოთმენა, ცხადია, წარმოუდგენელიც კია.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა სოლიდარობის ნიშნად იგივე წარწერა დაიჭირეს, პოლიციელებმა ათი წუთი აცადეს, მერე როგორც ჩანს, ბრძანება მიიღეს და ყველა ერთად წაიყვანეს.  ათი ადამიანია დაკავებული.

არ ვარგა მეგობრებო ასე, არ ვარგა...

შოთა იათაშვილი -

კოტე სადაა, კოტე!

რამდენი იარა

რამდენი ნახა

რამდენი ილაპარაკა

რამდენი ჭამა

რამდენი იტირა

რამდენი იკამათა

რამდენი მოწია

რამდენი იკითხა

რამდენი იშრომა

რამდენი იოცნება

რამდენი იშოვა

რამდენი ივარჯიშა

რამდენი იძინა

რამდენი წერა

რამდენი ითამაშა

რამდენი დახარჯა

რამდენი მოატყუა

რამდენი იცინა

რამდენი იავადმყოფა

რამდენი იწვალა

რამდენი ილოცა

რამდენი მოინანია

რამდენი სანთელი დაანთო

და მაინც რა პანორამაა.

ირაკლი აბსანძე - პრემიერის გინების აუდიო რომ გატექსტდეს, რამდენჯერმე სამუდამო პატიმრობას გაქაჩავს ალბათ, ხო?

ნინო დანელია - ამისათვის დააპატიმრეს ეს ბიჭი! არადა, ცამდე მართალია! მასთან ერთად დააპატიმრეს კიდევ ათი ადამიანი იმისათვის, რომ ეწერათ პანორამა არა, sლე (ბოდიში მომითხოვია) ჰო, პოლიციელები ეუბნებოდნდენ დაკავებულებს, კი sლეა, მაგრამ, მაინც არ უნდა დაგეწერათო

პოლიცია სულ მალე გაბედავს და ჩვენთან ერთად იტყვის იმას, რასაც ფიქრობს!

ნიკა ქავთარაძე - "ნეტავ, ვინმე ეგულება "იმას" მოსახლეობაში,

ვისაც ეჭვი ეპარება "პანორამის" *ლეობაში?!"

ირინა სარიშვილი - დილიდან ე.წ. "ნიუსფიდს" ვათვალიერებ. მოკლედ არ წყდება ვნებათაღელვა "პანორამა არა @@@"–ის გარშემო

არა ისე მართლა საინტერესოა, რატომ ასეთი განსხვავებული მიდგომები ამ საკითხზე ჰა? ერთმა პანორამას კი არა, მთლად მის ავტორს ოჯახიანად სულ @@@–@@@ უძახა და მინისტრად დანიშნეს...

მეორემ ერთ ქალბატონს მკვდარი და ცოცხალი აგინა, @@@ქალა ეგაო და პრემიერად დაასკუპეს. ვისაც ეძახა, ის @@@ქალა დღეს მინისტრია.

აგე საპროტესტო აქციის მონაწილეები კი @@@–ის გამო დაიჭირეს...

დაიბნა ხალხი პატივცემულებო

როგორ მოიქცეს კაცი, თვითონ დაუძახოს სხვას @@@ თუ სხვას თხოვოს, დამიძახეო?...

რომელი ჯობია, ვეღარ გაიგო... ყველაფერი გამიგია. ისიც ვიცი, რომ ორმაგი სტანდარტები გვაქვს ყველაფერში, მაგრამ @@@–ის მიმართაც კაცოოო?

არ ვიცი, არ ვიცი...

სტატუსი: დილა მშვიდობისა

პარტიზანული მებაღეობა თბილისში -  დაკავებული 10 ადამიანიდან 4 გათავისუფლებულია, ხოლო 6 ადამიანი გადაყვანილია წინასწარი მოთავსების იზოლატორში. 4 ადამიანი გათავისუფლდა მხოლოდ იმიტომ, რომ არიან ქალბატონები - ასეთი განმარტება გააკეთა პატრულმა. ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება სასამართლო პროცესი!

სტატიაში გამოყენებულიაShalika Studi-ს ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია