ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის

ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის

დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. საინტერესოა, რომ სწორედ დღეს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, პრესაში ჭიკაიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყოფილმა მინისტრმა გული "ასავალ-დასავალს" გადაუშალა, სადაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა ბიძინა ივანიშვილისა და ცხადია, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

ამავე ინტერვიუში აწ უკვე კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ მის მიერ საჯარო საუბრებისას დაშვებული რამდენიმე სასაცილო შეცდომებიდან ერთ-ერთზე, "თალიბანის შემთხვევაზე" ისაუბრა.

ასავალ-დასავალი: თქვენი განცხადება - ამოღებული ნარკოტიკი პიროვნება თალიბანს ეკუთვნოდაო, ბევრმა ქილიკის საგნად აქვია - შს მინისტრმა არ იცის, რომ თალიბანი ადამიანი კი არა, ორგანიზაციააო...

ალექსანდრე ჭიკაიძე: ზოგადად, ფართო აუდიტორიის წინაშე ლაპარაკი მძაბავს და ამიტომაც მექანიკურად ვთქვი ის, რაც ვთქვი. ოპონენტებს ამაზე მეტი საქილიკო თუ არ ჰქონდათ, ე.ი. კარგად მიმუშავია!

"ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჭიკაიძემ იმის უარსაყოფად, რომ მას არასდროს "დაულაიქებია" მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდი, აღიარა რომ აღნიშნული სოციალური ქსელის გამოყენება "ნორმალურად დღემდე არ იცის".

ალექსანდრე ჭიკაიძე: "რომ არ დაგიმალოთ, "ფეისბუკის" გამოყენება ნორმალურად დღემდე არ ვიცი. როცა თანამშრომლების დახმარებით მოვიძიე და გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ სოციალუ ქსელში ჩემი სახელითა და გვარით რამდენიმე გვერდი არსებობდა, თუმცა არცერთი მათგანი მე არ მეკუთვნოდა.

ასე რომ, ის რაც გავრცელდა, გაყალბებული იყო. სააკაშვილის კი არა, ცხოვრებაში არავის „ფეისბუკ-გვერდი“ არ მომიწონებია! საერთოდ, "ფეისბუკის" პირადი გვერდი არასოდეს მქონია. მხოლოდ მინისტრობის დროს არსებობდა სოციალურ ქსელში ჩემი ოფიციალური გვერდი და იმასთანაც პირადად არანაირი შეხება არ მქონდა, ძირითადად, თანამშრომელი გოგონები აქტიურობდნენ, რომლებსაც ეს სამსახურებრივად ევალებოდათ".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."