საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის #2 ციხეში მყოფი ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დაკავებულების ადვოკატი რობიზონ ხურცილავა ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქმე, რომელზეც აღნიშნული პირები იხდიდნენ სასჯელს, 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის გაცემას და საჯარო მოხელეებიდან ყოველთვიურად თანხების აკრეფას ეხებოდა.
წყარო: topnews.com.ge