ახალციხეში, მდინარეში სამ მოზარდს ეძებენ

ახალციხეში, მდინარეში სამ მოზარდს ეძებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მდინარემ სამი მოზარდი გაიტაცა. ბავშვებს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებენ. ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.

ადგილობრივები "მეცხრე არხთან" აცხადებენ, რომ მათი ასაკი დაახლოებით 17-18 წელია. ისინი მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან საბანაოდ იყვნენ შესულები. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალი მომენტალურად ადიდდა და ექვსი ბავშვი გაიტაცა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ სამმა მათგანმა ნაპირზე გასვლა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

წყარო: "მეცხრე არხი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა