მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა

მსოფლიო თანამედროვე ლიტარატურის წლის ბესტსელერები ქართულად გამოიცემა

ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლების წიგნები, რომლებიც კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს, მალე ქართველი მკითხველისთვის გამოიცემა.

გამომცემლობა "პალიტრა L" 27 ივლისიდან თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს ერთი ლოგოს ქვეშ "წლის ბესტსელერი", გამოსცემს.

ეს არის უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებები. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია.

"წლის ბესტსელერის" პირველი წიგნი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის, კორმაკ მაკარტის რომანი "გზა" იქნება, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო. კორმაკ მაკარტი ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსების აღიარებით თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, რომელიც მყარად დგას მსოფლიო ლიტერატურის საფუძველზე და ასევე საძირკველს უყრის მომავლის ლიტერატურას. მისი პროზა რეალისტურია - შემზარავი და ნამდვილი.

რომანი "გზა" "აპოკალიფსის" შესახებ ბიბლიური ალუზიებით დატვირთული ნაწარმოებია. წიგნი ოცდამეერთე საუკუნის მკითხველებისთვის: მამა და შვილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს... რა არის წიგნის მთავარი იდეა და რატომ შეიძლება ამ მოგზაურობას დაერქვას არსაიდან - არსად, ამას მკითხველი წიგნიდან შეიტყობს.

კორმაკ მაკარტის რომანი "გზა" 2010 წელს TIMES-მა ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო რომანის სათავეში დაასახელა, ერთი წლით ადრე კი, 2009 წელს მისი ეკრანიზაციაც განხორციელდა. საინტერესოა, რომ "გზა" მწერლის პირველი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია.

აღსანიშნავია, რომ მწერლის ნაწარმოებების ეკრანიზაციას დიდი წარმატებები მოაქვს. კორმაკ მაკარტის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმები არაერთ პრესტიჟულ კინემატოგრაფულ ჯილდოს იღებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია