თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ

თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ

54 წლის თურქი კომპოზიტორი ჰასან ილდირიმი ლაგოდეხში 13 წლის შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველო ძალიან მოსწონს და ლაგოდეხში ტურისტული სახლის მშენებლობას აპირებს. ჰასან ილდირიმი 100-ზე მეტი სიმღერის ავტორია. მის სიმღერებს ისეთი ცნობილი მომღერალი ასრულებს, როგორიც იბრაჰიმ თათლისესია.

თურქი კომპოზიტორი უახლოეს მომავალში საკუთარი სიმღერის ქართული ვერსიის შექმნას და კლიპის გადაღებასაც გეგმავს.

"სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, დიდი ქალაქია. აქ დავისვენე. კარგი ბუნებაა, ჰაერი, წყალი, ყველაფერია იმისთვის, რომ მშვიდად იცხოვრო. ლაგოდეხში მიწა ვიყიდე და პატარა სახლი ავაშენე. სამომავლოდ ვაპირებ, რომ ტურისტებისთვის ორსართულიანი სახლი ავაშენო. დიდი სასტუმრო არ მინდა. რაც შეეხება მუსიკას, პირველ რიგში მინდა, სიმღერა "სიყვარულის ყვავილები" ქართულად ვთარგმნო და კლიპი გადავიღო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰასან ილდირიმმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა