40 დღე სტიქიიდან - მთავრობამ დაკარგული 3 ადამიანის ძებნა შეწყვიტა

40 დღე სტიქიიდან - მთავრობამ დაკარგული 3 ადამიანის ძებნა შეწყვიტა

სერგო კაპანაძე, ბექა ბუთურიშვილი და ელიზბარ ბაღაშვილი - ეს ის სამი ადამიანია, რომელსაც უკვე 40 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამივე პიროვნება 13 ივნის სტიქიის დროს დაიკარგნენ. "პოსტსკრიპტუმის" ინფორმაციით, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები შეწყდა.

ზუსტად მეორმოცე დღეს დაკარგულთა ოჯახის წევრები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც სავარაუდოდ ეს ადამიანები ცოცხლები ბოლოს ნახეს. ნათესავებმა სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტა გააპროტესტეს და ხელისუფლებას ღია წერილით მიმარეთეს.

დაკარგულთა ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ცხედრები მდინარე ვერემ მტკვარში ჩაიტანა. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ არსებობს მათი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამორიყვის ალბათობა და ხელისუფლებისგან სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას მეზობელ ქვეყანაშიც ითხოვენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია