საქართველოს სულიერ მწყემსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ჩვენი საზოგადოებისთვის სათუთი და ფაქიზია. განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას ეხება.
უწმინდესი თითქმის ყოველ წელს მიბრძანდება ხოლმე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმურ სამედიცინო შემოწმებაზე. წელს პატრიარქი ბერლინში 14 ივლისს გაემგზავრა. ჩვენ ბერლინში პატრიარქის პირად კარდიოლოგს, შალვა პეტრიაშვილს დავუკავშირდით და უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ.
შალვა პეტრიაშვილი: - უწმინდესის კორონაროგრაფიული გამოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე.
- ჩვენი ინფორმაციით, 14 ივლისს პატრიარქი მორიგ გეგმურ გამოკვლევაზე გაემგზავრა. ეს პროცედურაც დაგეგმილი იყო?
- არა. 2008 წელს უწმინდესმა სტენტირება გაიკეთა. სწორედ სტენტებში იყო რაღაც პრობლემა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. ჩატარდა მარტივი პროცედურა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა.
- უწმინდესი მხნედ შეხვდა მოულოდნელობას?
- პატრიარქი არასდროს ღელავს. ძალიან ყოჩაღად და მხნედ არის, ჩვენგან განსხვავებით. ყოველთვის აქეთ გვამხნევებს.
- ამჯერად პრობლემა აღარ არსებობს?
- მისი ასაკიდან გამომდინარე, პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა, რისკები შემცირებულია...
ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს - მიუხედავად იმისა, გერმანელი ექიმები სხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან, დიდი მოწიწებით ექცევიან უწმინდესს და მის მიმართ უზომო ყურადღებით არიან განმსჭვალული.
გაგრძელება