ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სტადიონზე მომხდარი ხანძრის შესახებ

ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სტადიონზე მომხდარი ხანძრის შესახებ

ჩვენ თუ გვინდა, რომ ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა, - ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გუშინ გახსნის ღონისძიებაზე მომხდარ მცირე ხანძარს.

მისი თქმით, ეს არ იყო ხანძარი, ეს იყო მხოლოდ აალება.

"ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ჩვენმა მეხანძრეებმა დაახლოებით 15 წამში უკვე დაიწყეს აალების ჩაქრობა. გრანდიოზული ფოიერვერკისთვის ლოკომოტივის სტადიონი არის პატარა, აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევის 1% არსებობდა. ეს 1% გადავაზღვიეთ, მოვახდინეთ ტრიბუნებზე სკამების დემონტაჟი, რომ იქ არ ყოფილიყვნენ ადამიანები და არ მომხდარიყო რაიმე საშინელება. მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, უცხოელებმა ერთხმად თქვეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გახსნითი ღონისძიება. რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვებს მთავარი ოლიმპიური ცეცხლის ანთებასთან დაკავშირებით, ახვლედიანის განცხადებით, გული წყდება, რომ ეს სიუპრიზი ხალხამდე ვერ მივიდა.

"მთავარი სიურპრიზის საზოგადოებისთვის სათანადო მიწოდება ვერ მოხდა, ამის მიზეზი არის ტექნიკური პრობლემები, კერძოდ, რაც უკავშირდება ვიდეოგადაღებას", - განაცხადა ახვედიანმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კუს ტბაზე მთავარი ოლიმპიური ცეცხლი მოინახულეს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა.

ფოიერვერკის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია