ვინ შეცვლის ვახტანგ გომელაურს? - ეს კითხვა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც შინაგან საქმეთა ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა. როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის კანდიდატურაზე შეჯერება ხელმძღვანელი პირებისთვისაც მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ აღმოჩნდა, რადგან გასულ კვირას მისი დასახელების სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. საბოლოოდ პრემიერმა გუნდის რჩეულის წარდგენა პირველ აგვისტომდე დააანონსა.
- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არჩევანი, დიდი ალბათობით, ამ სამეულიდან გაკეთდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველი პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რესპუბლიკელებმაც წარადგინეს და პრემიერს გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრობიდან შსს-ს ხელმძღვანელად დაწინაურება ურჩიეს, თუმცა მალევე ნახევრად ხუმრობით ასეთი პასუხი მიიღეს: შეიარაღება ხომ თქვენს ხელშია, ახლა პოლიციაც ჩაიბარეთ და ბარემ სამხედრო გადატრიალება მოგვიწყვეთო.
ერთი სიტყვით, გიგლა აგულაშვილს შს მინისტრობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ "ემუქრება". წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის "ჯანყი" გარდაუვალი იქნება - კოლეგა პარტიები რესპუბლიკელების მორიგ აღზევებას ადვილად არ შეეგუებიან.
გაგრძელება