ტელესკოპ "სპიცერის" მეშვეობით მეცნიერებმა კიდევ ერთი დედამიწის ტყუპისცალი აღმოაჩინეს. საუბარია პლანეტა HD 219134b-ზე, რომელიც მზიდან 21-ე სინათლის წელიწადში იმყოფება. დღეისათვის ეს ყველაზე ახლო პლანეტაა დედამიწასთან, რომელიც მას ჰგავს.
ეგზოპლანეტა კასიოპიის თანავარსკვლავედის მზის სისტემაში აღმოაჩინეს. მეცნიერების მონაცემებით, ის თავისი ვარსკვლავის ძალიან ახლო ორბიტაზე ბრუნავს, ამიტომ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნების პოვნის შანსი დაბალია.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნასამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც დედამიწას ჰგავდა და მას კეპლერ 452 დაარქვეს.
კეპლერ 452 ორჯერ დიდია დედამიწაზე და მისი მყარი ზედაპირი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მასზე სიცოცხლის ნიშნები უნდა არსებობდეს. ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ დედამიწიდან ის 1 400 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, ანუ დღეს არსებული ტექნოლოგიებით, იქამდე ჩასაღწევად 550 მილიონი წელი დაგვჭირდება.