იაშარ უსუპოვი - ხარშილაძე და ძაძამია ჩვენი ოჯახებისთვის თავზე ლაფის დასხმით ცდილობენ დანაშაულის დაფარვას

იაშარ უსუპოვი - ხარშილაძე და ძაძამია ჩვენი ოჯახებისთვის თავზე ლაფის დასხმით ცდილობენ დანაშაულის დაფარვას

კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია უსუპოვისა და ჟვანიას ოჯახებისთვის თავზე ლაფის დასხმით ცდილობენ დანაშაულის დაფარვას, - ამის შესახებ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამამ, იაშარ უსუპოვმა გუშინ, საქალაქო სასამართლოში მიცემული ჩვენების შემდეგ განაცხადა.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, რაულ უსუპოვი, ისევე, როგორც ზურაბ ჟვანია CO-თი არ გარდაცვლილან და ისინი არიან მოკლულები. "რაულს მკერდზე ჰქონდა ნაჩხვლეტები, საიდანაც შეიყვანეს შხამი. ჩვენ თავიდან ეს ნაჩხვლეტები გვეგონა წვეთოვნის შედეგი, თუმცა ექიმებს ვაჩვენეთ და თქვეს, რომ წვეთოვანი ამ ადგილებში არ შეიძლება ყოფილიყო დადგმული. ალბათ, აქედან შეიყვანეს შხამი", - განაცხადა იაშარ უსუპუოვმა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი, როდესაც ისინი გარდაიცვალნენ, ერთად საერთოდ არ ყოფილან, ჯერ მოკლეს და შემდეგ მიიყვანეს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში.

"რაულს და ზურაბ ჟვანიას იმ ღამეს ერთმანეთი საერთოდ არ უნახავთ. ბევრი გარემოება არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ბინაში შემდეგ არიან მიყვანილები. რაულს ეცვა სხვა პერანგი, როდესაც სახლიდან გავიდა. გარდაცვალების მომენტში კი ეცვა ჭუჭყიანი პერანგი. პერანგი იყო შეცვლილი, ალბათ გაწევ-გამოწევის დროს გაიხა და მას ჩააცვეს დიდი ზომის პერანგი. ასევე საეჭვო გარემოებაა რაულის მანქანა, რომელსაც ანტენა ჰქონდა ამოწეული და აკუმულატორი იყო დამჯდარი. რაული მანქანას ამ მდგომარეობაში არ დატოვებდა, რადგან იცოდა, რომ აკუმულატორი დაჯდებოდა", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა, რომელიც არ ეთანხმება ყოფილი ხელისუფლების პირობებში გამოძიების ვერსიას და აცხადებს, რომ უსუპოვი და ჟვანია მოკლულები არიან და შემდეგ მიიყვანეს საბურთალოს N53ა-ში მდებარე ბინაში.

სასამართლო პროცესი კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ