110 წლის ქალი დღეგრძელობის საიდუმლოს ამხელს

110 წლის ქალი დღეგრძელობის საიდუმლოს ამხელს

ამერიკის შტატ ნიუ ჯერსის მცხოვრებმა ქალმა განაცხადა, რომ საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო ალკოჰოლური სასმელის რეგულარულ მიღებაშია. აგნეს ფენტონი, რომელიც სამ აგვისტოს 110 წლის გახდა, ყვება, რომ ბოლო 70 წლის მანძილზე ყოველდღე სვამდა სამ კათხა ლუდს და ვისკის.

როგორც ინტერნეტ გამოცემა ”ბაზფიდზეა” აღნიშნული, აფროამერიკელი ქალი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ უჩივის, მას კარგი მხედველობა და სმენა აქვს. რამდენიმე ათწლეულის წინ ექიმებმა ფენდონს კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ლუდის მიღება ურჩიეს, რასაც დღემდე არ წყვეტს. თუმცა ბოლო ხანებში ექიმებმა თხოვეს ფენტონს, შეეწყვიტა ალკოჰოლის მიღება, რადგან ასაკთან ერთად შემცირდა ქალის საკვებისადმი მოთხოვნილება.

ფენტონის საყვარელი კერძებია ქათმის ფრთები, მწვანე ლობიო და ტკბილი კარტოფილი. ამერიკელი აღნიშნავს, რომ ბევრს ლოცულობს და ბევრი სძინავს. ასევე მას უყვარს გაზეთების კითხვა, რადიოს მოსმენა და მეგობრებთან ურთიერთობა.

ქალის ასაკმა და ჯანმრთელობის კარგმა მდგომარეობამ მეცნიერების ყურადღება მიიქცია, ბოლო 5 წელია მას გერონტოლოგიურ კვლევებს უტარებენ. აღსანიშნავია, რომ შვიდი მილიარდი ადამიანიდან დედამიწაზე მხოლოდ 600-მდე ადამიანი ცოცხლობს 110 წლამდე.

ორიგინალი სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს