მომრავლებული ქვეწარმავლები და დაუცველი მოსახლეობა

მომრავლებული ქვეწარმავლები და დაუცველი მოსახლეობა

გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ცხვირაშვილების სახლში გუშინ საღამოს გველი მოკლეს.  როგორც ოჯახის დიასახლისი დალი ცხვირაშვილი ამბობს, ქვეწარმავალი ოთახის დალაგების დროს შენიშნა.

"პიანინოს უკან შპალერი იყო ჩამოწეული. ინსტრუმენტი, რომ გამოვწიე, დავინახე კედელსა და პიანინოს შუაში რაღაც იდო. ვიფიქრე ბავშვებმა სათამაშო ჩააგდეს-მეთქი. მერე, რომ დავაკვირდი, მივხვდი, გველი იყო. საშველად მაზლისშვილს დავუძახე. მოვიდა და მოკლა. დავინტერესდით და რომ გავზომეთ, მეტრაზე მეტი აღმოჩნდა. შიშით ოთახში მარტო ვეღარ შევდივარ. როგორც მეზობლებმა მითხრეს, შხამიანი იყო. 40 წელია აქ ვცხოვრობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია", - აღნიშნა მან.

ოთახში ნახეს ქვეწარმავალი სოფელ ვეჯინსა და ვაჩნაძეანშიც. ვაჩნაძიანიდან შეშინებულმა ოჯახის წევრებმა 112-ში დარეკეს, სადაც განუცხადეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის უნდა მიემართათ.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა