"ბრალდებული" ჟურნალისტები ნიკა გვარამიას კრიტიკას პასუხობენ

"ბრალდებული" ჟურნალისტები ნიკა გვარამიას კრიტიკას პასუხობენ

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჯაროდ გააკრიტიკა [მეტი] რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სკანდალში საპირისპირო მხარე დაიჭირეს. გვარამიას "ბრალდებებს" სოფო თოდუა და თეონა გეგელია პასუხობენ:

სოფო თოდუა - "ნიკა გვარამია:"ყოფილი 24საათელი სოფო თოდუა არ გამომრჩეს. სახელისუფლებო მედია იყო რ2იო, 24 საათის ყოფილი ჟურნალისტი ამბობს. ამან მთლად დამაგდო".

თვითლუსტრაცია გამიგია, მაგრამ ასეთი? ჯერ ერთი, იყო და არის-თქო, მეორეც: მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გიკიჟინებს, გაზეთი, სადაც წერდი, ასევე გარიგებული იყო ხელისუფლებასთანო, ამას რა ჰქვია? და მესამეც: არასდროს არ დამიმალავს ის, რაც არ მომწონდა "24 საათის", მათ შორის - არც დამფუძნებელ-გამომცემლებისთვის. მაგრამ რაც მომწონდა, არც იმის დამალვას არ ვაპირებ: მიუხედავად იმისა, რომ იყო და არის თვითცენზურა, რაც, შესაძლოა, უფრო სახიფათო იყოს ჟურნალისტისთვის, ვიდრე ცენზურა ხელისუფლების მხრიდან, "24 საათში" ვწერდი კრიტიკულ წერილებს ხელისუფლების მისამართით და ამის გამო არავის არ გავუგდივარ. ეს არ იყო ჩემი თვითმიზანი, უბრალოდ ავირჩიე სფერო, რომელიც თავისთავად გულისხმობდა სახელმწიფო პროგრამების ანალიზს, შესაბამისად, მიწევდა ხელისუფლების გაკრიტიკება.

ჰოდა, ბატონო ნიკა, თქვენს ეთერშიც რომ მენახა ასეთივე სიუჟეტები და არა მუდმივად ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები, სულ სხვას დავწერდი ახლა. და რაც ახლა ხდება რუსთავის თავს, თვითლუსტრაციაზე უარესია მგონი. სირცხვილია, როცა კონკრეტილ მედიასაშუალებას მხოლოდ მაშინ ახსენდება დემოკრატია და ადამიანის უფლებები, როცა ეს უშუალოდ მას ეხება. ასევე სირცხვილია, მედიით სპეკულაცია. როცა სხვას წაართმევ წილს და მერე ის სხვა გიჩივლებს, ეს არ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. აი, რუსთავის კონცერტების აკრძალვა - ნამდვილად დიდი სისულელე იყო.ისე კი, ხალვაშიც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც ერთი გუნდის წევრები იყვნენ, როცა "რუსთავის" წილების "გადანაწილება" ხდებოდა. აი, აქედან უნდა დაიწყონ გამოძიება"

თეონა გეგელია - "გმადლობ -ს თ უნდა თურმე ბოლოს

ეს თუ ვინმეს კედელზე შემოვარდა არც გაეხუმროთ, ისვრის

(*ნიკა გვარამია) გადაამოწმეთ ვიდრე ასეთ სისულელეს დაწერთ. წინასწარ გმადლობთ ორპირიანი ზმნაა - მე, შენ) შესაბამისად -თ ჭირდება. ნახვამდი-თ და გმარჯობა-თ ში ნუ აგერევათ. ყური მოგიკრავთ, რომ იქ არაა საჭირო და გმადლობთ მიუმატეთ. ასე ზედაპირულად და ყურმოკრულად რომ ხართ ყველაფერში, იმიტომ ხართ ახლა იმედშიც სამადლოდ".

მეტი ინფორმაციისთვის| რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული სტატუსები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს