ფონიჭალის სპეცოპერაციის დეტალები: თვითმხილველები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მოქალაქესა და პოლიციას შორის

ფონიჭალის სპეცოპერაციის დეტალები: თვითმხილველები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მოქალაქესა და პოლიციას შორის

თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც პოლიციელები დაჭრეს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელმა სონია ელიაშვილმა განუცხადა, მან დაინახა, რომ ორ მამაკაცს ერთი პოლიციელი მისდევდა.

მისივე ინფორმაციით, პოლიციელი ჰაერში ისროდა, მოგვიანებით კი შენიშნა, რომ პოლიციელმა წელზე ხელი მოისვა და დაჭრილი იყო.

ამასთან, თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ დაკავებული პირი ეროვნებით აზერბაიჯანელია.

მათი ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თვითმხილველთა მეორე ნაწილი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა სცემეს აზერბაიჯანელები.

ადგილზე კვლავ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, სამართალდამცავები "ლექსუსის" მარკის ავტომანქანას ათვალიერებენ, რომელსაც "ფოლცვაგენი" დაეჯახა. აღნიშნული ტერიტორია კვლავ ამკრძალავი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია