მარკეტ "ბაიას" თანამშრომლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ვიდეო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერები ნახეს

მარკეტ "ბაიას" თანამშრომლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ვიდეო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერები ნახეს

ფონიჭალაში მდებარე მარკეტ "ბაიას" თანამშრომლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარკეტის ვიდეო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერები ნახეს.

მარკეტის თანამშრომელი ჟურნალისტებთან ჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობს.

მარკეტის თანამშრომლის თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ჩანაწერები წაშლილია. წაიღეს თუ არა მასალები სამართალდამცავებმა მარკეტის თანამშრომლისთვის უცნობია. "დასხდნენ, ნახეს, რა წაიღეს და რა დატოვეს არ ვიცი", - განაცხადა მარკეტ "ბაიას" თანამშრომელმა.

ამასთან, ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილები გადაადგილებოდნენ ევაკუატორით წაიყვანეს.

ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე თეთრი ფერის "ლექსუსის" მარკის ავტომობილი ევაკუატორზე მოათავსეს.

ავტომობილი კრიმინალისტების მიერ არის დამუშავებული. ევაკუატორმა ტერიტორია უკვე დატოვა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

ფონიჭალაში დღეს ორი პოლიციელი დაჭერეს.

იხილეთ ასევე: ფონიჭალის სპეცოპერაციის დეტალები: თვითმხილველები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მოქალაქესა და პოლიციას შორის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ