ფეხმძიმე კიმ კარდაშიანის შიშველმა სელფიმ ინტერნეტი ააფეთქა

ფეხმძიმე კიმ კარდაშიანის შიშველმა სელფიმ ინტერნეტი ააფეთქა

ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მეორე ფეხმძიმობა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” საკუთარი ფოტო განათავსა, სადაც შიშველია გამოსახული. დაპოსტვიდან სამ საათში ფოტომ 27 000 ”რეტვიტი” მოაგროვა და 45 000 მოწონებაზე ავიდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები შიშველ სელფიზე არაერთგვაროვნად რეაგირებდნენ - იყო ბევრი გამოხმაურება, სადაც მხარს უჭერდნენ კარდაშიანს და ბევრი ნეგატიურ კომენტარებსაც ტოვებდა.

აღსანიშნავია, რომ კარდაშიანი საერთოდ არ ერიდება პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას. მეორე ორსულობის შესახებ ხმები 2015 წლის გაზაფხულს გავრცელდა და შემდგომ კარდაშიანის მეუღლის კანიე უესტის მხრიდანაც დადასტურდა. ვარსკვლავური წყვილის პირველი შვილი ნორს უესტი 2013 წლის 15 ივნისს დაიბადა. მეორე ბავშვის სავარაუდო სახელი ისტონი იქნება.