ახალქალაქში დათვმა 250-მდე სული ცხვარი დაგლიჯა

ახალქალაქში დათვმა 250-მდე სული ცხვარი დაგლიჯა

ახალქალაქში, აბულის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ჭალას" კუთვნილი 250-მდე სული ცხვარი დაგლიჯა. შემთხვევა 14 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.

"მწყემსებს ძალიან შეეშინდათ, იმ წუთში ვერაფერი გააკეთეს, ჩემთან დარეკეს და აქედან მე მანქანები გავაგზავნე ცხვრების იმ ნაწილის ჩამოსატანად, რომელიც დაშავებული იყო, მაგრამ ვეღარ გადარჩებოდა", - ამბობს კოოპერატივ "ჭალას" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნასიძე.

კოოპერატივი, რომელსაც 1 600 სული ცხვარი ჰყავს, 52 ფერმერს ეკუთვნის. მისი წარმომადგენლების ინფორმაციით, დაახლოებით 100 000 ლარი იზარალეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა