ვარსკვლავები, რომლებიც არ მალავენ, რომ მკერდი გაიდიდეს

ვარსკვლავები, რომლებიც არ მალავენ, რომ მკერდი გაიდიდეს

ცნობილი ადამიანებისთვის პლასტიკური ქირურგია ჩვეულებრივი რამ გახდა. თუმცა ცოტა ხნის წინ არავინ აღიარებდა, რომ მათ ხელოვნურად ჰქონდათ შეცვლილი გარეგნობა. ბოლო ხანებში გულახდილობის შემოტევებმა გადაუარა ამერიკას და ბევრმა ვარსკვლავმა ღიად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ სხეულის რა ფორმები აქვს შეცვლილი. წარმოგიდგენთ იმ ათ ცნობილ ადამიანს, რომლებმაც დაუფარავად განაცხადეს, რომ მკერდი აქვთ გადიდებული.

ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორიამ პირველი ოპერაცია 1999 წელს გაიკეთა. მაშინ მან საკუთარი მკერდის ზომა 34ა გაიზარდა 34დ-მდე. თუმცა პოპ დივასთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ მან 34დდ-მდე გაიზარდა ბიუსტი. თუმცა მისი სხეულის გაბარიტები იმდენად მინიატურული იყო, რომ ასეთი დიდი მკერდი კარიკატურულს ხდიდა, ამიტომ 2009 წელს მან მკერდის ზომა 34ბ-მდე დაიპატარავა.

სარა ჯესიკა პარკერი

”სექსი დიდ ქალაქშის” ვარსკვლავი ცნობილია თავის განუმეორებელი სტილით. შესაძლოა სწორედ მოდის სიყვარულმა უბიძგა მას მკერდის გასადიდებლად, რადგან პატარა მკერდი დიზაინერების კაბებში მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება.

ჰაიდი მონტაგი

ახალგაზრდა ქალისთვის, რომელმაც სულ ახლახან გადააბიჯა ოც წელს, მონტაგმა სერიოზული კორექტივები გამოიარა. პირველი ოპერაცია ჰაიდიმ ”ჰოლივუდის მთების” გადაღების დაწყებამდე გაიკეთა. შემდეგ კი 2009 წელს მკერდი დდდ ზომამდე გაიზარდა.

პამელა ანდერსონი

პამელა ანდესონი ხელოვნური მკერდის ნამდვილი კლასიკაა. 90-იან წლებში ყველას ყბა მოსძვრა მისი გიგანტური მკერდის დანახვაზე. თუმცა რამდენიმე წელიწადში პამელამ ის კვლავ დაიპატარავა.

ტარა რიდი

რიდის მკერდის ოპერაცია იმდენად წარუმატებელი იყო, რომ ჯერ ყველაზე ცუდი მკერდის მქონე ვარსკვალვების სიაში შეიყვანეს და ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა. იმპლანტანტებმა კინაღამ მოკლეს მსახიობი, საბოლოოდ კი მათზე უარის თქმა მოუწია.

ლინდსი ლოჰანი

არადა ლოჰანს ისედაც კარგი ზომის მკერდი ჰქონდა, მაგრამ მან კიდევ უფრო მოინდომა ბიუსტის გაზრდა. სამწუხაროდ, მისი კარიერა ჭაობისკენ მიექანება ლინდსის ნარკოდამოკიდებულების გამო.

ჯენეტ ჯექსონი

ჩაწერეთ გუგლში ჯენეტ ჯექსონის სახელი და შეადარეთ მისი ათი წლის წინანდელი ფოტო დღევანდელს. მკერდის ზომა ჯადოსნურად იძენს მასშტაბებს.

ბრიტნი სპირსი

2000 წელს ბრიტნიმ საგრძნობლად გაიზარდა მკერდის ზომა. შემდეგ მისი მკერდი თითქოს დაპატარავდა, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით ბუნებრივად გამოიყურებოდა.

კრისტინა აგილერა

აგილერამ მკერდის გაზრდა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სცენაზე უფრო მოთხოვნადი ყოფილიყო. ა ზომიდან მან ც ზომა დაიყენა.

როზარიო დოუსონი

როზარიო ძალიან ნიჭიერი მსახიობია, რომელსაც ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა ”ცოდვების ქალაქი”, ”მამაკაცები შავებში 2”, ”25-ე საათი” და ა.შ. მისი ბუნებრივი სილამაზე ყოველთვის დამატყვევებელი იყო, თუმცა პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტის შემდეგ მან მკერდის ზომა გაიდიდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება