ევროკომისია საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს

ევროკომისია საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს

ევროკომისია საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს. "ბიბისის" ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად ათენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისგან უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა თანამდებობის დატოვების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გუშინ განაცხადა. გასულ კვირას კი საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ შეთანხმდა. სანაცვლოდ ათენმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს.

აღნიშნულ შეთანხმებას მმართველი პარტია "სირიზას" წევრთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის შედეგად, შეთანხმება პარლამენტმა დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო კრედიტორებისგან ათენმა პირველი ფინანსური ტრანშის სახით 13 მილიარდი ევრო უკვე მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა