მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა ნაადრევ სიკვდილს იწვევს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა ნაადრევ სიკვდილს იწვევს

ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტინში, ფსიქოლოგ კარლა ჰოლაგანის ხელმძღვანელობით გამოიტანეს დასკვნა, რომ სპირტიან სასმელებზე სრული უარის თქმა ალკოჰოლიზმზე სახიფათოა. კვლევის შედეგები ჟურნალ Alcoholism: Clinical and Experimental Research-ში გამოქვეყნდა. მასში მოყვანილია ოცწლიანი სამუშაოს მონაცემები.

ექსპერიმენტში 1 800-ზე მეტმა 55-65 წლის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამ ჯგუფად გაყვეს: ლოთები, ზომიერად მსმელები და ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ.

გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ალკოჰოლზე, სხვებზე ადრე კვდებიან. მათი 69% 65 წლამდე ვერ აღწევს. ლოთების რიცხვმა 60% მოაგროვა, მათ კი, ვინც ზომიერად იღებდა ალკოჰოლს, 41%-იანი მაჩვენებელი ქონდათ. არადა, ალკოჰოლი საგრძნობლად ზრდის დაავადებების განვითარების და უბედური შემთხვევების რისკებს.

ამასთან, სხვა ფაქტორებს არანაირი გავლენა არ მოუხდენიათ კვლევაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ფულს შოულობთ, რამდენად ხშირად ვარჯიშობთ, ან რამდენად ბედნიერი და სოციალურად აქტიური ხართ. ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე დამღუპველ გავლენას ალკოჰოლზე სრული უარის თქმა იწვევს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს