ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მქონე ქალი მსოფლიოში - "ქუჩაში მაშტერდებიან და თითს იშვერენ ჩემსკენ"

ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მქონე ქალი მსოფლიოში - "ქუჩაში მაშტერდებიან და თითს იშვერენ ჩემსკენ"

უკრაინელი გოგონა ნადეჟდა შჩერბანი გინესის რეკორდსმენი გახდა. მას რეკორდსმენის ტიტული როგორც ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის პატრონს მიენიჭა. რეკორდის ოფიციალური რეგისტრაცია ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში შედგა, სადაც მას "ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის" სერტიფიკატი გადასცეს.

გოგონას თქმით, მისი გამარჯვების საიდუმლო გენებშია: "ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი მკერდი აქვს, ბებიასაც, დედასაც და დასაც. ჩემს ამ განსაკუთრებულ შტრიხს თუ არ ჩავთვლით, ჩვეულებრივი გოგონა ვარ. გადაცემისთვის ჯერ გაზომეს ჩემი მკერდის ზომა, შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ბუნებრივი იყო და არა სილიკონის. სულ ესაა".

როგორ ჩატარდა ნატურალური მკერდის ექსპერტიზა, ნადეჟდას არ მოუყოლია. გოგონამ იმის შესახებ ისაუბრა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის მარტივი არაა.

"ქუჩაში ხშირად უცერემონიოდ მაშტერდებიან და თითს იშვერენ ჩემსკენ, ხანდახან შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც მეუბნებიან. სამსახურში აყვანაზე კი ქალი დირექტორები უარს ამბობენ", - ყვება შჩერბანი და დასძენს, რომ ამჟამად თანამშრომლობა სამოდელო სააგენტოებმა შესთავაზეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია tsn.ua-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს