საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე რუს მომღერალ მიხეილ შუფუტინსკისთან გადაღებულ სელფი გამოაქვეყნა, რის გამოც, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

საზოგადოების ერთი ნაწილის მძაფრი რეაქციების პასუხად საბურთალოს გამგებელს განმარტების გაკეთება მოუწია.

"არ ვიცი, რა განმარტება უნდა გავაკეთო ამ აჟიოტაჟზე. ალბათ უნდა მოვუბოდიშო საზოგადოებას იმისთვის, რომ 70-იან წლებში დავიბადე. ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვუსმენ შუფუტინსკის (პრინციპში იმ დროს ბევრი არჩევანიც არ იყო). ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ სურათი გადავიღე იმ მომღერალთან, რომელიც მომწონს. შესაძლოა, ბევრი შემომედავოს გემოვნებაში, თუმცა მგონი ვერ არის სწორი, როდესაც პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობ და არ იცი რა ცხოვრებით უცხოვრია.

მართლა არ ვაპირებ რაიმე განმარტებების გაკეთებას ან თავის მართლებას, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი: კომუნისტური მენტალიტეტი სამწუხაროდ, ახალგაზრდებშიც ბლომადაა დარჩენილი და ვერ გავთავისუფლდით ამ ცენზისგან. ეს ნაცისტურ/კომუნისტური სტერეოტიპები თუ არ ამოვიშალეთ გონებიდან, მართლა ვერ წავალთ შორს. ჯერ კომუნისტები გვიდგენდნენ სიას, ვისთვის უნდა გვესმინა და გვეყურებინა (სხვათაშორის შუფუტინსკი აკრძალული იყო იმ დროს), მერე მიშამ გაავლო წითელი ხაზები. ეხლა სრული თავისუფლებაა, თუმცა ალბათ დროა საჭირო, რომ ამდენწლიანი წნეხისგან გავთავისუფლდეთ.

მზად ვარ ყველასთან ვიკამათო და ვისაუბრო, ოღონდ კორექტულობის ფარგლებში", - წერს ბექა მიქაუტაძე "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ რუსული შანსონის შემსრულებლის კონცერტი ბათუმში 16 აგვისტოს გაიმართა. ბათუმის კორტებზე ჩატარებული კონცერტის ბილეთის ფასი 30, 50, 90 და 130 ლარის ფარგლებში მერყეობდა. კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Music promotion-ი იყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს