კრის მარტინმა ჯენიფერ ლოურენსი მიატოვა

კრის მარტინმა ჯენიფერ ლოურენსი მიატოვა

ჯგუფ "ქოლდფლეის" სოლისტი კრის მარტინი ახალ ლამაზმანთან ერთად გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მარტინი მეუღლეს, გვინეტ პელტროუს დაშორდა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დროის დიდ ნაწილს ატარებდა თავის ყოფილ ცოლთან. თავისუფალ დროს კი მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს ხვდებოდა.

მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული ჩანდა, ყველას ეგონა, რომ მალე ახალი ვარსკვლავური ოჯახი შეიქმნებოდა. თუმცა კრისმა ლოურენსი მიატოვა. როგორც ამბობენ, ამ ისტორიაში როლი ჯენიფერის დედამ ითამაშა, რომელსაც არ მოსწონდა, რომ მარტინი ბევრ დროს ატარებდა ყოფილ ცოლთან.

ლოურენსის დედას ძალიან მოსწონდა შვილის ყოფილი შეყვარებული ნიკოლას ჰოულიტი და ოცნებოდა, რომ მისი შვილი ჰოულიტს დაბრუნებოდა. ანტიპათიას ლოურენსის დედა არც მალავდა მარტინთან ურთიერთობაში. მოულოდნელად, დაშორებიდან მცირე დროში მარტინმა უკვე ახალი გოგონა გამონახა, რომელთან ერთადაც საჯაროდ გამოჩნდა კიდეც. მარტინის ახალი რჩეული მსახიობი ანაბელ უოლისია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება