როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა

როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა

უცხოელმა ლიდერებმა წელს მოახერხეს, პოლიტიკისაგან ცოტა ხნით დაესვენათ. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუმართლა და არ მოუწია ორკვირიანი შვებულების შეწყვეტა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონის შვებულება სამედიცინო ხასიათს ატარებდა. მსოფლიო მმართველებს წინ მძიმე შემოდგომა ელით, მანამდე კი ვნახოთ, ვინ როგორ მოახერხა საზაფხულო შვებულების გატარება.

ბარაკ ობამამ ცოლთან, ორ ქალიშვილთან და ძაღლებთან, ბო და სანისთან ერთად მასაჩუსეცში, ოჯახურ სახლში გაატარა შვებულება. სახლში შვიდი საძინებელი, ცხრა აბაზანა, ჯამში კი ჩვიდმეტი ოთახია. თან ამერიკის პრეზიდენტმა სამი მხატვრული და სამი სამეცნიერო წიგნი წაიღო წასაკითხად. ობამა, რომელიც გოლფის დიდი მოყვარულია, ყოველდღე თამაშობდა და ის გოლფის მდელოზე ბილ კლინტონთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან ერთადაც იხილეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი კორნუოლში ისვენებდა. იქ ის პორტუგალიიდან ეკონომკლასით გადაფრინდა. დევიდ კემერონი 2010 წლიდან მოყოლებული კორნუოლში ატარებს საზაფხულო შვებულებას. კორნუოლის შემდეგ რამდენიმე დღით კემერონი შოტლანდიურ კუნძულ ჯურაზე გადავიდა, სადაც მისი სიმამრი ასტორის ვიკონტი ობშორულ სახლს ფლობს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრადიციულად სამხრეთ ტრიპოლში ლაშქრობაში გაატარა. შვებულება მერკელმა ზღვის დონიდან 2275 მეტრზე განლაგებულ მთა კრონპლაცზე დაიწყო. მერკელი იტალიაში დასვენებას ხშირად ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, აღდგომის არდადეგებზე ის იტალიურ კუნძულ ისკაიაზე ისვენებდა.

კიდევ ერთი ტრადიციული ადგილი, სადაც მერკელი ქმართან იოჰან ზაუერთან ერთად ატარებს ხოლმე შვებულებას, ყოველწლიური საოპერო ფესტივალია ბაიროტში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა