ახალი "სკულპტურა" დაზიანებული "ალი და ნინოს" ნაცვლად - "ალტერნატიული ქანდაკება" ინტერნეტს იპყრობს

ახალი "სკულპტურა" დაზიანებული "ალი და ნინოს" ნაცვლად - "ალტერნატიული ქანდაკება" ინტერნეტს იპყრობს

ბათუმის სანაპიროზე მდებარე "ალი და ნინოს" დემონტაჟი დასრულდა. ძეგლის ადგილმონაცვლეობის პროცესი გვიან საღამოს დაიწყო და თითქმის 5 საათი გაგრძელდა.

ალის მონუმენტს სპეციალური რკინის კონსტრუქცია მოარგეს და ისე მოხსნეს ცენტრალური მექანიზმიდან.

რაც შეეხება გუშინ დაზიანებულ ნინოს მონუმენტს, ჯერ დაზიანებულ ფრაგმენტებს აღადგენენ, ხოლო შემდეგ იგივე მეთოდით გადაიტანენ ახალ პლატფორმაზე.

ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ თემებს, დაზიანებული სკულპტურის საკითხს თავისებურად გამოეხმაურა ცნობილი ფოტოშარჟების ავტორი ნუგზარ მეტრეველი, რომელმაც "ფეისბუქზე" "ალი და ნინოს" ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა. ფოტოშარჟი რამდენიმე საათში 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ "ალი და ნინოს" სკუპლტურა გუშინ დაზიანდა, როდესაც ნინოს დემონტაჟს ცდილობდნენ. ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კომპანია "არნაბი 21"-ს ეკისრება.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

მეტი ინფორმაციისთვის| "ხალხმა წამებში გაასწრო, თორემ დაეცემოდათ" - თვითმხილველი "ალი და ნინოს" სკულპტურის დამსხვრევაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია